როკ-კონცერტის გამო კინოჩვენება დაგვიანებით დაიწყო - ორგანიზატორები

20 სექ 2018

ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ფარგლებში გუშინ საღამოს დაგეგმილი კინოჩვენება ღია ცის ქვეშ დაგვიანებით დაიწყო.

ორგანიზატორების განცხადებით, ევროპის მოედანზე კინოჩვენების დროს როკ-კონცერტი მიმდინარეობდა, რომელიც 2 საათის დაგვიანებით დაიწყო, რამაც კინოჩვენებას ხელი შეუშალა.