აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ხულოს მოსახლეობას შეხვდა

21 სექ 2018

სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებსა და სამომავლო კოორდინირებულ თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხულოს მუნიციპალიტეტის მერსა და ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან  შეხვედრისას.

განიხილეს ,,მაღალეფექტური ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურის  წარმოების განვითარების ხელშეწყობა''- რომელიც რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტებში 30%-იანი თანადაფინანსებით ნიორის მაღალპროდუქტიული სათესლე მასალის, სასუქებისა და ჰერბიციდების აგრომეწარმეებზე და ფერმერებზე მიწოდებას ითვალისწინებს. პროგრამაში ჩართულ ფერმერებს, შესაძლებლობა ეძლევათ სურვილის შემთხვევაში ისარგებლონ საბანკო მომსახურებით.