ბათუმში სომხეთის საკონსულოში სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 27 წლის იუბილე აღნიშნეს

21 სექ 2018

27  წელი სომხეთის დამოუკიდებლობის მიღებიდან. საიუბილეო თარიღი აღნიშნეს ბათუმში მცოხვრებმა სომეხი ეროვნების მოქალაქეებმა. მიღება გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ საკონსულოში. ეღიშე სარგსიანმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ქართულ-სომხურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა  კიდევ უნდა გაღრმავდეს,  განსაკუთრებით სავაჭრო- ეკონომიკურ და ტურიზმის  სფეროებში.

ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოსა და სომხეთის ჰიმნები. მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებს დამოუკიდებლობის დღე  ანსამბლ ბათუმის წევრებმაც მიულოცეს.