ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური ექსპონატები პარლამენტში გამოიფინა

21 სექ 2018

ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური ექსპონატები პარლამენტში გამოიფინა. ისტორიული, კულტურული და სამეცნიერო ხასიათის წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების პირველი გამოცემები, რუკები, ქართველ მხატვართა რამდენიმე ნახატი და უცნობი კარიკატურისტების ნამუშევრები.

ექსპონატები ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კერძო კოლექციონერებისგან მოიპოვა.  უნიკალური ქართული ექსპონანტებს თბილისში რამდენიმე კვირაში მასშტაბური გამოფენა მიეძღვნება.