ქობულეთში მაშველებმა ზღვაში გაუჩინარებული 35 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

21 სექ 2018

ქობულეთში მაშველებმა ზღვაში გაუჩინარებული 35 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის ინფორმაციით, შეტყობინება ქალის გაუჩინარების შესახებ დილოს 7 საათსა და 5 წუთზე მიიღეს.

მამუკა თურმანიძის განცხადებით, მაშველებმა ცხედრის პოვნა რამდენიმე წუთში შეძლეს. გარდაცვლილი რუსეთის მოქალაქეა. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

გამოძიება შსს 115 მუხლით მიმდინარეობს,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს