ავტოსაგზაო შემთხვევისას, თურქეთში, 11 ადამიანი დაშავდა

22 სექ 2018

საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა სარფი - ქემალფაშას გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაშავებულები თურქეთის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი და პირველადი დახმარება უკვე გაეწიათ. ზაალ მიქელაძის თქმით, დაშავებულთა ნაწილმა კლინიკა უკვე დატოვა.