ლარის კურსის გაუფასურების მიზეზი თურქეთსა და რუსეთში განვითარებული მოვლენებია -  ეროვნული ბანკი

23 სექ 2018

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის კურსის გაუფასურების მიზეზად თურქეთში და რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ასახელებს. 

კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი ფაქტორი მოქმედებს, თუმცა, მისი მოსაზრებით, გაუფასურების ძირითადი ფაქტორი რეგიონში განვითარებული მოვლენებია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარი და 62 თეთრი  გახდა.