აჭარაში დღის ბოლოს მოსალოდნელია ძლიერი ქარი

24 სექ 2018

აჭარაში 25 სექტემბერს, დღის ბოლოს მოსალოდნელია ძლიერი ქარი. შავი ზღვის სანაპირო კურორტებზე,  გრილი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება, რის გამოც  დასავლეთის ქარი 17-22 მეტრ წამამდე გაძლიერდება. 

ხვალ კი ზღვისპირა ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

დღევანდელთან შედარებით ტემპერატურა 8-10 გრადუსით დაიკლებს და ღამით +18 დღისით კი +21 გრადუსი იქნება.

ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა 3-4 ბალი.

26 სექტემბერს ბანაობა აიკრძალება.