საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნელსონ მანდელას მშვიდობის სამიტზე სიტყვით გამოვიდა

24 სექ 2018

 ,,არავინ ისე არ აფასებს მშვიდობას, როგორც ის, ვინც მისი ნაკლებობა საკუთარ თავზე განიცადა“ - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა ნელსონ მანდელას მშვიდობის სამიტის მონაწილეებს, რომელიც ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, არსებული გამოწვევების მიუხედავად, აგრესიას საქართველო კონსტრუქციული ჩართულობით და მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართული მოლაპარაკებებით პასუხობს.