​ბსუ პლაგიატის ამომცნობი პროგრამით იმუშავებს

24 სექ 2018

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი პლაგიატის ამომცნობი პროგრამით იმუშავებს. უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები პროგრამის მუშაობის ტექნიკურ მახასიათებლებს ეცნობიან.

ტრენინგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ჩაატარეს, სადაც უკვე დანერგილია მსგავსი სისტემა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა  საპილოტე ეტაპზე 2 ათასი ლიცენზია შეიძინა. მიზანი პლაგიატის პრევენცია და ამ მიმართულებით სტუდენტების ცნობიერება ამაღლებაა.