ალექსანდრე შერვაშიძე - ჩაჩბას გამოფენა

24 სექ 2018

აფხაზეთი მხატვრის ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას  ორიგინალი ნახატების ასლების გამოფენა აჭარის მწერალთა სახლში გაიმართა. ცნობილი მხატვრის ნამუშევრის ნაწილი სოხუმის გალერეაში ინახება.

ღონისძიებაზე ასევე აფხაზური ენის შემსწავლელი „ვისწავლოთ აფხაზური ენა - ზეპირმეტყველება“ ანიმაციური ელექტრონული პროგრამის პრეზენტაციაც მოეწყო. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეც ესწრებოდა.