საქართველო ევროპაში ყველაზე მზარდ ტურისტულ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

24 სექ 2018

საქართველო ევროპაში ყველაზე მზარდ ტურისტულ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა. ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს, რომელიც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გასული წლის მონაცემებს ეყრდნობა. ექსპერტების თქმით, მხოლოდ რეიტინგი და ციფრები არ არის მნიშვნელოვანი.

მთავარია სახელმწიფო იყოს ჩართული ტურიზმის განვითარებაში და ამ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე ფიქრობდეს. ამბობენ, რომ ქვეყანაში კვლავ დაბალია მომსახურების დონე, ხოლო მაღალია - ფასები.