საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

26 სექ 2018

დღეს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძე  გენერალური დებატების მონაწილეებს ქართულ ენაზე მიმართავს. პრემიერი საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს.