26 სექ 2018
ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ დაკავებულ ორ პირს .
უწყებაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთმა პირმა დაკავებისას დააზიანა საპატრულო პოლიციის ავტომობილის საქარე მინა.
შეგახსენებთ ისინი გუშინ, პარლამენტთან, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე დააკავეს.