დღეს ჯვართამაღლებაა

26 სექ 2018

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს.. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა დილიდან მიმდინარეობს. საეკლესიო  გადმოცემის თანახმად, ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით – იერუსალიმის მახლობლად, დაახლოებით 335 წელს, იპოვეს იესო  ქრისტეს ჯვარი.

ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა იგი. აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება „ჯვართამაღლება“.