ჩაქვში საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობის გამო სარდაფები იტბორება 

26 სექ 2018

ჩაქვში, გოგოლიშვილის ქუჩის მცხოვრებლები საკანალიზაციო სისტემის მოწყობას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ იტბორება სარდაფები, რის გამოც  მძაფრი სუნი აწუხებთ.

დღეს ქუჩის   მცხოვრებლებს პარტია ,,ევროპული საქართველო’’-ს წარმომადგენლები შეხვდნენ და შესაბამის უწყებასთან შუამდგომლობას დაპირდნენ..  საკითხზე ბათუმის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ, რომ  ტექნიკური დოკუმენტები უკვე მომზადებულია და ახლა ფინანსების მოზიდვაზე ზრუნავენ.