ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს სხდომაზე

27 სექ 2018

ბათუმის მერიამ მწვანე კონცხზე სარეკრეაციო ზონაში 27 სართულიანი სასტუმროს მშენებლობის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. მსჯელობა იყო საკმაოდ ხმაურიანი, ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდა საზოგადოება „ბათომის“ წევრები. განხილვის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია საკრებულოს ოპოზიციას, მათ სხდომათა დარბაზი საკითხის განხილვამდე დატოვეს.