პრეზიდენტობის კანდიდატის შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთან

28 სექ 2018

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი  კანდიდატი თემურ შაშიაშვილი ბათუმში საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა და შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრაზე  თემურ შაშიაშვილმა აქცენტი არჩევის შემთხვევაში საგარეო კურსის შეცვლაზე გააკეთა. მისი აზრით, საჭიროა მეზობელ ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობა. პრეზიდენტობის კანდიდატმა  აჭარაში გასხვისებულ მიწებზეც ისაუბრა, რასაც წინა და  ახლანდელი ხელისუფლების  შეცდომა უწოდა.