გრიფირების პროცესი - ინსპექტირების სამსახურის დასკვნა სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნება

28 სექ 2018

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, გრიფირების პროცესის შესახებ ინსპექტირების სამსახურის დასკვნას სამართალდამცავ ორგანოებს  გადაუგზავნის.

სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავდეს.