რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან ხურვალეთის მცხოვრები დააკავეს

28 სექ 2018

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის ქალი დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.