რა იწვევს ნავთობის ფასების ზრდას?

29 სექ 2018

კონფლიქტებს უკავშირებენ ექსპერტები,  ნავთობზე, ფასების მატების აპრილში დაწყებულ ტენდენციას, რომელიც ისევ  გრძელდება. ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა სახეობის საწვავი კიდევ რამდენიმე თეთრით გაძვირდა.

დღეის მდგომარეობით 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება 2 ლარი  და 18 თეთრიდან, 2 ლარამდე და 68 თეთრამდე მერყეობს, ხოლო დიზელის 2 ლარი და 8 თეთრიდან 2 ლარი და 64 თეთრამდე. ეს ბოლო წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შესაბამისად, ახლა ყველაზე აქტუალურია კითხვა რატომ ხდება ასე?