მემორანდუმი შსს-ს აკადემიას და საარჩევნო სისტემების სწავლების ცენტრთან

29 სექ 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და  საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანი არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების შესახებ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა.

დოკუმენტი მხარეთა მიერ ერთობლივი საინფორმაციო - სასწავლო პროგრამების შემუშავებას, მასში ტრენერებისა და ექსპერტების ჩართვას, თანამშრომლების პროფესიულ მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის მხარდაჭერას ითვალისწინებს.