ქობულეთის მერიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტების პოსტი კვლავ ვაკანტურია

01 ოქტ 2018

ქობულეთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტების  ვაკანტური ადგილებისთვის კონკურსი სავარაუდოდ  მიმდინარე  კვირაში გამოცხადდება.

მირიან ქათამაძე  სამომავლოდ  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცალკე გამოყოფასაც აანონსებს. შეგახსენებთ,  ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ორმა სპეციალისტმა  პოსტი  27  აგვისტოს საკუთარი განცხადების  საფუძველზე დატოვა.