​გეოლოგებმა 1800 ოჯახი და დამეწყრილი ტერიტორია შეისწავლეს

02 ოქტ 2018

იანვრიდან  დღემდე საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის შესწავლისთვის მოთხოვნით აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში 1800-მდე განცხადება შევიდა. გეოლოგ მამუკა ფუტკარაძის განცხადებით,  ოჯახები უკვე შეისწავლეს, მათ შორის რეგიონებშიც.

რეკომენდაციები გადაეცათ თვითმმართველობებს,  სადაც აღნიშნულია რომ საცხოვრებელი სახლების უმეტესობა სიძველის შედეგადაა დაზიანებული, ხოლო ნაწილთან ფერდსამაგრი სამუშაოებია ჩასატარებელი.