ბავშვებში იოდის პრეპარატებით პროფილაქტიკა აღარ უნდა ჩატარდეს

03 ოქტ 2018

საქართველოში დაძლეულია იოდდეფიციტი, რაც ნიშნავს, რომ იოდის პრეპარატებით პროფილაქტიკა აღარ უნდა ჩატარდეს არც ბავშვებში, არც ოსრულებში და არც ერთი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებში - განცხადება არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა გააკეთა.  

ლელა სტურუას განცხადებით, იოდის პრეპარატები პაციენტს უნდა დაუნიშნონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა რეალურად დადასტურებული იოდდეფიციტი.