ხვალ, ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი ''განდაგანა'' გაიხსნება

03 ოქტ 2018

ხვალ,  ბათუმში  სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გაიხსნება. ევროპის მოედანზე რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ პროდუქტებს,  ხელნაკეთ ნივთებსა  და ტრადიციებს  წარმოადგენენ.

გაიმართება სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები და ფოლკლორ შოუ. 6 ოქტომბერს, ფესტივალი ზვიად ბოლქვაძის, სოფო ბათილაშვილისა და ბენდი „ნიუტონი“-ს მუსიკალური ნომრებით დაიხურება.