შეხვედრა ოლიმპიური თამაშების მონაწილეებთან

24 ივლ 2016

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ ისაუბრეს. რიოს ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის 13 სახეობაში 39 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს, მათგან 6 აჭარიდანაა. ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში ლიცენზია შმაგი ბოლქვაძემ, მშვილდოსნობაში ხათუნა ნარიმანიძემ და იულია ლობჟანიძემ, ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანმა და ამირან პაპინაშვილმა, ძალოსნობაში კი ირაკლი თურმანიძემ მოიპოვეს. ოლიმპიადა რიო დე ჟაინეიროში სტარტს 5 აგვისტოს აიღებს.