აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეიხ ალ ნეჰაიანს შეხვდა

03 ოქტ 2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეიხ სულთან ბინ ხალიფა ალ ნეჰაიანს შეხვდა. შეიხი აჭარაში მსოფლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში აზიის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის სტატუსით იმყოფება.

თორნიკე რიჟვაძემ რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალზე ისაუბრა. შეიხის თქმით, იგი მზადაა ახლო მომავალში საქმიანი ვიზიტით, ბიზნეს ჯგუფთან ერთად, დაბრუნდეს აჭარაში.