ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

04 ოქტ 2018

ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ლითონის ხიდი,  ბეტონის საყრდენი 2 კედელი და გაბიონი. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება  658 ათას 990 ლარია.