ჯარისკაცების შვილები III ქვეით ბრიგადასა და სამხედრო ლიცეუმში

05 ოქტ 2018

III ქვეით ბრიგადასა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „მომავლის ჯარისკაცებს“ უმასპინძლეს.  მათ სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს,  სამხედრო მოსამსახურეებთან  გასაუბრების წესებს, ასევე სამუშაო და საცხოვრებელ  გარემოს გაეცნენ და სპორტულ - შემეცნებით და გასართობ აქტივობებში მონაწილეობა მიიღეს.

ჯარისკაცების შვილებმა დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი  ბრიგადის ტერიტორიაზე მდებარე მემორიალთან  მიაგეს.