07 ოქტ 2018
ბათუმში მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენინსპექციის მოკვლევის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ინციდენტთან დაკავშირებით უწყების წერილობითი განმარტება რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. საქმე შემდგომი გამოძიებისთვის გადაიგზავნა პროკურატურაში.
გამოძიების დასრულებამდე კი პატრულ-ინსპექტორებს შეუჩერდათ სამსახურებრივი უფლებამოსილება- ნათქვამია განცხადებაში.