ბათუმის მერი ძველი ბათუმის მოსახლეობას შეხვდა

07 ოქტ 2018

ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ  ერთეულში მცხოვრებლების  პრობლემებს ქალაქის მერი გაეცნო. მოსახლეობამ ლაშა კომახიძეს  ამორტიზებული სახლების, სახურავებისა და  ინფრასტრუქტურის   მოწესრიგება სთხოვეს.

ქალაქის მერი მათ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. ის  სამუშაოები კი , რომლებიც  საბიუჯეტო  ხარჯებს უკავშირდება, მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული - განაცხადა მერმა.