07 ოქტ 2018
მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს აჭარის განათლების სამინისტრო წარმატებულ პედაგოგებს დააჯილდოებს. ასეთი 32 პედაგოგია. ისინი ერთჯერად ფულად ჯილდოს მიიღებენ. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლები ოლიმპიადებზე წარმატებული მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით შეარჩიეს.