სარფში არადეკლარირებული ოქროს ზოდები ამოიღეს

07 ოქტ 2018

,,სარფის“, საბაჟო გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი  დაფიქსირდა.  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 9372 ლარის ღირებულების, 5 ცალი, არადეკლარირებული ოქროს ზოდი აღმოაჩინეს.მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 9ათას 372 ლარის ოდენობით შეეფარდა.