საწარმოები ციტრუსის სეზონისთვის ემზადებიან

09 ოქტ 2018

საწარმოები ციტრუსის სეზონისთვის ემზადებიან. ქობულეთში  მანდარინის მიმღები ორი  საწარმო ფუნქციონირებს.  ‘’ჯიემგრუპი’’  მანდარინის შეუზღუდავი რაოდენობით მიღებას გეგმავს, ხოლო ‘’ტისი-ეფ-ჯორჯია’’ ფერმერებისგან სეზონზე 1 500 ტონამდე სტანდარტულ და 3 ათას  ტონა არასტანდარტულ მანდარინს მიიღებს.

არასტანდარტული მანდარინის ფასი წინა წლების  მსგავსად 20 თეთრი იქნება , აქედან 10 თეთრი სახლემწიფო სუბსიდიაა. სტანდარტულ მანდარინს კი სავარაუდოდ,60დან 80 თეთრამდე ექნება ფასი.   აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით მიმდინარე წელს ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი 55 ათას ტონას  შეადგენს.