აჭარაში ვიზიტს განაგრძობს ევროკავშირის ელჩი

12 ოქტ 2018

აჭარაში ვიზიტს აგრძელებს ევროკავშირის ახალი ელჩი. დილით კარლ ჰარცელმა სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში მართვის ცენტრი მოინახულა. რომელის აღჭურვილობაც ევროკავშირის დაფინანსებითაა შეძენილი. ყურადღება საქართველოში სასაზღვრო უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის მიერ განხორციელებულ მხარდაჭერაზე გამახვილდა.

დღესვე კარლ ჰარცელი კოოპერატივ "ერთობას" მოინახულებს , სადაც თანამედროვე სათბურები ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის  მხარდაჭერით მოეწყო.