„ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საქართველოში სასამართლო რეფორმის დასრულება“ -ევროკავშირის ელჩი

13 ოქტ 2018

ასოცირების შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია,  - მიღწევები რომლითაც საქართველო უნდა ამაყობდეს, სამოქმედო გეგმა კი სასამართლო სისტემისა და განათლების სფეროს რეფორმაა- აღნიშნა  ევროკავშირის ელჩმა გადაცემა "მთავარი აჭარაში" .

კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ პროექტები, რომელიც საქართველოში ევროკავშირის  მხარდაჭერით ხორციელდება რიგითმა ადამიანებმა უნდა იგრძნონ. სასმართლო სისტემის რეფორმის დასრულებას კი  ის საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს.