ბათუმის ავტობუსებში უბილეთოდ მგზავრობისთვის დღეში 50 ადამიანს აჯარიმებენ

14 ოქტ 2018

ბათუმის ავტობუსებში უბილეთოდ მგზავრობისთვის დღეში 50 ადამიანს აჯარიმებენ. კონტროლიორები სხვადასხვა გაჩერებაზე  ბილეთებს ამოწმებენ და გადაუხდელობის შემთხვევაში მოქალაქეებს 5 ლარით აჯარიმებენ.

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით,  გადახდის ახალი სისტემის მიხედვით მგზავრები საფასურს მხოლოდ უკონტაქტო ბარათით იხდიან, შესაბამისად შეიცვალა კონტროლის სისტემაც.