აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ფრანგ სენატორს შეხვდა

14 ოქტ 2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ფრანგ სენატორს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი  შეეხო  ევროპულ  და ევროატლანტიკურ  სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. თორნიკე რიჟვაძე პიერ-ივ კოლომბას აჭარის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის  შესახებ ესაუბრა.