14 ოქტ 2018
რას გვეუბნებიან საარჩევნო სატელევიზიო რეკლამები პოლიტიკურ სუბიექტებზე და დაპირებები რომლებსაც ისინი გასცემენ? სპეციალისტების დაკვირვებით წინა წლებთან შედარებით მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა ვიდეორგოლების შინაარსი და არც პოლიტიკური კულტურა.
მათი თქმით, პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებსაც ეკრანებიდან ვისმენთ, ხშირად შეიცავს სიძულვილის ენასა და აგრესიას. მესამე სექტორში იმასაც ამბობენ, რომ ხშირად მეორდება დაპირებებიც, საარჩევნო პროგრამა კი ვიდეორგოლების მიღმა რჩება.