ვაზიანში IV მექანიზებულ ბრიგადაში „ნატოს ლოგისტიკური პრინციპების და სტანდარტების“ კურსი გაიხსნა

15 ოქტ 2018

ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში „ნატოს ლოგისტიკური პრინციპების და სტანდარტების“ კურსი გაიხსნა. სემინარი ნატოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე თანამედროვე ლოგისტიკური სტანდარტებისა და პრინციპების გაცნობას ითვალისწინებს.

3 დღის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები სტრატეგიული გადასროლის ლოგისტიკურ  მხარდაჭერას, ლოგისტიკის მხარდამჭერი ცენტრის მართვის პრინციპებსა და ოპერატიული დაგეგმარების პროცესებს გაეცნობიან.