ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულთა სასამართლო

15 ოქტ 2018

ბათუმის საქალაქო სასამართლოში  ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულთა საქმის  არსებითი განხილვა გრძელდება.  ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია "ლავასოღლის" ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო დღევანდელი პროცესი გადაიდო.

სასამართლო დარბაზში განცხადება გააკეთა პატიმრობაში მყოფმა შოთა კეკელიძემ. მისი თქმით, იგი პროკურორის რამაზ შავაძის განკარგულებით, უკვე სამი თვეა იზოლირებულად ზის საკანში, რაც ცალსახად პატიმრის უფლების დარღვევაა. პროკურორს ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.