პრეზიდენტის და პრემიერის ადმინისტრაციების ურთიერთბრალდებები

16 ოქტ 2018

თუკი პრეზიდენტი გარკვეული საკითხების მთავრობის სხდომაზე განხილვის მოთხოვნით უშუალოდ თვითონ მიმართავს მთავრობის ადმინისტრაციას და დოკუმენტზეც მისი ხელმოწერა იქნება, მთავრობა ამ უფლებამოსილებას პრეზიდენტს ვერ შეუზღუდავს -განაცხადა პრემიერ - მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელი მიმართვის საპასუხოდ, რასაც ხელს ანა ნაცვლიშვილი აწერდა. 

პრემიერის ამ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უპასუხეს და არაკომპეტენტური უწოდეს.