სარიტუალო დარბაზის წინ გაჩერებულ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

17 ოქტ 2018

გუშინ გვიან ღამით, ხელვაჩაურში სარიტუალო დარბაზის წინ გაჩერებულ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. 

შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადა მივიდა. ცეცხლი მალევე ჩააქრეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომობილის მეპატრონე სარიტუალო დარბაზში იმყოფებოდა.

რატომ გაუჩნდა მანქანას ცეცხლი ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.