ბათუმის ბულვარი შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება

18 ოქტ 2018

 ბათუმის ბულვარი შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება. კონცეფციის პრეზენტაცია ხვალ საღამოსაა დაგეგმილი.

ორგანიზატორები დეტალებს არ ამხელენ, ცნობილია ის, რომ მოეწყობა ზღვაზე გადასასვლელები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ასევე ადაპტირებული იქნება საშხაპეები და ატრაქციონები.