25 ოქტომბერს დღის ბოლოს მოსალოდნელია შტორმული ამინდი

22 ოქტ 2018

25 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში კი ძლიერი.

 მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი 20-25 მეტრი წამში. ზღვაზე მოსალოდნელია 5 ბალიანი შტორმი.

ხვალ და ზეგ სანაპირო კურორტებზე დათბება და ტემპერატურა 26 გრადუსს მიაღწევს. 26 ოქტომბერს კი, 12-14 გრადუსით დაიკლებს. 

დასავლეთის დაბლობზე და აღმოსავლეთის ბარში +10,+15 გრადუსი დაფიქსირდება.

რთული მეტეოპირობების გამო, შესაძლოა განვითარდეს ეროზიული პროცესები, მდინარეებზე წყლის დონის მკვეთრი მომატება და უეცარი წყალმოვარდნები.