ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა - საერთაშორისო სწავლება

23 ოქტ 2018

„ტრანსსასაზღვრო რეგიონული და ოპერაციული წვრთნა საკონტროლო მიწოდებაში“- საერთაშორისო სწავლებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობენ. სწავლების მიზანია  საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით მონაწილე ქვეყნების სამართალდამცველების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება. საერთაშორისო სწავლება ითვალისწინებს რეალურ დროში ოპერატიული ღონისძიების სიმულირებას, ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფების ფორმირებას უცხოელ პარტნიორებთან ერთად. სწავლება  თბილისში  დაიწყო, ამჟამად სომხეთში მიმდინარეობს და   26 ოქტომბერს საქართველოში, აჭარის ტერიტორიაზე დასრულდება.