სოფელ ნიგაზეულსა და ჩანჩხალოში წყლის სისტემის რეაბილიტაცია სრულდება

24 ოქტ 2018

სოფელ ნიგაზეულსა და ჩანჩხალოში წყლის სისტემის რეაბილიტაცია სრულდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში მოეწყო  წყლის  სათავე ნაგებობა, გამანაწილებელი ავზი და დამონტაჟდა საფილტრე დანადგარები.

წყალსადენის მშენებლობისთვის  აჭარის  მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3  მილიონ 247 ათას  998 ლარი დაიხარჯა. დასრულებული პროექტით 500-მდე აბონენტი ისარგებლებს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  გაეცნო.