პრეზიდენტმა 57 მსჯავრდებული შეიწყალა

24 ოქტ 2018

პრეზიდენტმა 57 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, გათავისუფლდა 30 მსჯავრდებული. ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 27 პირს, მათ შორის 2 ქალს.

მისივე განცხადებით,  დაკავებული სასულიერო პირის,  მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის საქმე, ამ კომისიის დღის წესრიგში არ ყოფილა.