დავით ბაქრაძის საარჩევნო კამპანია

24 ოქტ 2018

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ბათუმში მხარდამჭერებს შეხვდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა.  განათლება, ახალგაზრდების დასაქმება და პენსიის ზრდა - პრეზიდენტობის კანდიდატმა საზაფხულო თეატრში შეკრებილ ამომრჩეველს საკუთარი პროგრამა გააცნო.  აღნიშნა, რომ  აჭარის მაღალმთიანეთში მოსახლეობა სიღარიბეში ცხოვრობს. ბაქრაძე მოსახლეობას დაპირდა, რომ  ის იქნება პრეზიდენტი, რომელიც მოქალაქეებს ზურგს არ შეაქცევს.